დავით საგანელიძე: ე.წ გასაღების ზედამხედველობა სახელმწიფო სტრუქტურას უნდა ჰქონდეს!
ე.წ გასაღების ზედამხედველობის უფლება სახელმწიფო სტრუქტურს უნდა ჰქონდეს. განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძემ გააკეთა.
"მე წინააღმდეგი ვარ, რომ მობილური ოპერატორების ხელში იყოს ე.წ.გასაღები. მანახეთ რომელიმე ოპერატორი, რომელსაც ამის სურვილი ექნება. ისინი კერძო კომპანიები არიან. მე ვიცი მათი პოზიცია და თვითონ გამოთქვამენ აღშფოთებას იმის გამო, თუ მათ ეს დავალება მიეცემათ, რადგან ხვდებიან, რომ შეიძლება, შარში გაეხვიონ. ამ საკითხზე ზედამხედველობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სტრუქტურას. მეორე საკითხია, რამდენად ორგანიზებულად მოხდება ეს და იქნება თუ არა დაცული მენეჯმენტი", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დავით საგანელიძემ.