იზიარებენ თუ არა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პრემიერის აზრს?

იზიარებენ  თუ არა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები  პრემიერის აზრს?

 დღეს ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგევართ, ან ვირჩევთ დემოკრატიული მმართველობის სისტემას და ევროპულ დამოკიდებულებას ან ვრჩებით საბჭოურ სისტემაში.  აღნიშული განცხადება "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დირექტორმა ეკა გიგაურმა გააკეთა. 

 

 სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ე.წ გასაღებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზრს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არჩევანი დემოკრატიულ და არადემოკრატიულ სისტემებს შორის გააკეთოს.

  "სამწუხაროა პრემიერის ასეთი დამოკიდებულება. მე მგონია, რომ დღეს ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგევართ, ან ვირჩევთ დემოკრატიული მმართველობის სისტემას და ევროპულ დამოკიდებულებას ან ვრჩებით საბჭოურ სისტემაში. აქ არ არის მხოლოდ საუბარი ერთ კონკრეტულ კანონზე, აქ საუბარია დამოკიდებულებაზე, პრინციპებზე და ღირებულებებზე. იმედს ვიტოვებ, რომ უმრავლესობა პარლამენტში ამას მხარს არ დაუჭერს. ასევე იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტის რეაქციაც იქნება ადეკვატური",- განაცხადა გიგაურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: