პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთის აგრესიამ მსოფლიო შეაშფოთა!
ეს უსამართლობაა და საერთაშორისო სამართალი ამას აღიარებს არა როგორც ანექსიის დაწყებად, არამედ მის გაგრძელებად. განცხადება ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან რუსეთის მიერ სამოკავშირეო ხელშეკრულების შესაძლო გაფორმების საკითხი უკანონო იქნება.
განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებს საერთაშორისო სამართალი აღიარებს არა როგორც ანექსიის დაწყებად, არამედ გაგრძელებად.
"ეს იქნება იმ ტიპის დოკუმენტი, რომლის მსგავსი 80-მდე დოკუმენტი აქვს დადებული რუსეთს როგორც სოხუმთან, ისე ცხინვალთან. ეს უკანონობაა და მთელი საერთაშორისო სამართალი ამას აღიარებს არა როგორც ანექსიის დაწყებად, არამედ ანექსიის გაგრძელებად, რაც უკრაინის საერთო ფონზე მკაფიოდ აჩენს რუსეთის აგრესიას არამარტო საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, არამედ აგრესიას, რათა გადაალაგოს მსოფლიო წესრიგი. რის გამოც მთელი მსოფლიო შეშფოთებულია და ამ ტიპის ღონისძიებები მეტად ადასტურებს, რამდენად ჩართული უნდა იყოს მსოფლიო, რათა დაცული იყოს სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.