შალვა შავგულიძე: ინფორმაციის შენახვის კუთხით მივიღებთ უბრალოდ კოლაფს!

შალვა შავგულიძე: ინფორმაციის შენახვის კუთხით მივიღებთ უბრალოდ კოლაფს!

 დაურეგულირებელი დარჩება ინფორმაციის შენახვის საკითხი, თუ კომპანიებმა განაცხადეს, რომ მატ არ შეუძლიათ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვა იმ სახით, რა საჭიროებაც კანონმა ჩათვალა.აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის შალვა შავგულიძემ გააკეთა.

 

  მისი თქმით, თუკი პარლამენტი ე.წ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონის გადავადებას დღეს მხარს არ დაუჭერს, სერიოზული პრობლემები შეიქმნება.

   "აბსოლუტურად დაურეგულირებელი დარჩება ინფორმაციის შენახვის საკითხი, თუ კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათ არ შეუძლიათ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვა იმ სახით, რა საჭიროებაც კანონმა ჩათვალა. გამოდის, რომ ჩვენ კომპანიებს დავავალდებულებთ, შეასრულონ ის, რაზეც ოფიციალურად პარლამენტს მოსწერეს, რომ ვერ გააკეთებენ, რადგან ამისთვის საჭიროა ტექნიკური აღჭურვა და ფინანსები. წვრილი კომპანიები კი ამას საერთოდ ვერ შეძლებენ. ინფორმაციის შენახვის კუთხით მივიღებთ უბრალოდ კოლაფს, რაც არასერიოზული იქნება და შეუძლებელს გახდის საგამოძიებო საქმიანობას", - განაცხადა შავგულიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: