გელა ნიკოლაიშვილი: კოალიციაში შემავალი პარტიები ერთმანეთზე არიან გადაბმულები!

გელა ნიკოლაიშვილი: კოალიციაში  შემავალი პარტიები  ერთმანეთზე არიან გადაბმულები!

  კოალიციის შიგნით შემავალი პარტიები დღეს მთამსვლელებივით არიან ერთმანეთზე გადაბმულები და არ გაწყვეტენ ამ თოკს, იმიტომ, რომ ვინც ამას გააკეთებს, უფსკრულში გადაიჩეხება. ამის შესახებ  ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა "რეპორტიორის" პრეს-კლუბში ისაუბრა.


  "აი, არჩევნების წინ, შესაძლოა, კვოტებზე იყოს საუბარი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ არც "რესპუბლიკელები" და არც ირაკლი ალასანია, იმავე სქემით გადანაწილებაზე  უარს იტყვიან, მიუღებელი იქნება მათთვის პრინციპი - 50% "ქართულ ოცნებას" და დანარჩენი სხვებს. თუ ეს სქემა არ შეიცვლება, შესაძლოა, ამის გამო მოხდეს ცვლილებები.  როგორც ჩანს, ამას უშვებენ თეორიულად და ამისთვის ემზადებიან "რესპუბლიკელები" და ალასანიას პარტია. ამიტომ ძლიერდებიან პარტიულ დონეზე.

  კოალიციის შიგნით შემავალი პარტიები დღეს მთამსვლელებივით არიან ერთმანეთზე გადაბმულები და არ გაწყვეტენ ამ თოკს, იმიტომ, რომ ვინც ამას გააკეთებს, უფსკრულში გადაიჩეხება!"-განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: