ირაკლი სესიაშვილი: ხელისუფლება "ნაციონალების" მიერ ლობისტურ კომპანიებზე დახარჯული 100 მილიონის კვლევას იწყებს!
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უშიშროების საბჭოს იმ დოკუმენტაციაზე სთხოვს გრიფი საიდუმლოს მოხსნას, რომელიც "ნაციონალების" დროს ლობისტურ კომპანიებზე თანხების გადარიცხვას ადასტურებს.
"საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს თანხა ქვეყნის თუ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მოხმარდა. ლობისტურ კომპანიებზე დახარჯული თანხები საჯაროა. ჩვენ 2012 წლიდან დღემდე სულ სამი მილიონი ლარი გადავრიცხეთ და აქედან ერთი მილიონი საშემოსავლოს სახით ბიუჯეტს უკან დაუბრუნდა," - ამბობს სესიაშვილი.