ე.წ გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს თებერვლის ბოლომდე მოამზადებს
ფარულ მოსმენაზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს პირველი აპრილის ნაცვლად თებერვლის ბოლომდე მოამზადებს და დაამტკიცებს.
65 მომხრე 31 წინააღმდეგი - დეპუტატებმა ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, რომლის მიხედვით ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ნორმის დამტკიცების ვადის გადაწევა მოხდა.
პარლამენტმა აგვისტოში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი ისე მიიღო, რომ ღიად დარჩა საკითხი, ვის ხელში უნდა იყოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა - ე.წ. გასაღები.