ბექა ცხადაძე:-"სანდრო ბრეგაძე უმცირესობაში არ უნდა აღმოჩნდეს, იგი იცავდა საკუთარ რელიგიურ გრძნობებს"
სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, სანდრო ბრეგაძის წინააღმდეგ ა/ო "იდენტობამ" გუშინ სასამართლოში სარჩელის მომზადება დაანონსა. მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ სანდრო ბრეგაძე გამოეუხმარა უფლებადამცველ ირაკლი ვაჭარაძის მიერ პატრიარქის ლანძღვის ფაქტს და მის ორგანიზაციას საკადრისი პასუხი გასცა.
მიუხედავად იმისა, რომ არ ვყოფილვარ არცერთი ხელისუფლების მხარდამჭერი, კონკრეტულ შემთხვევაში სანდრო ბრეგაძეს, როგორც ამ საკითხში ჩემს თანამოაზრეს, მხარდაჭერა აუცილებლად ექნება.
ამ ფაქტს 17 მაისის აქციის ორგანიზატორი ბექა ცხადაძე ეხმიანება და ივერიონთან საუბარში აცხადებს:
-"მახსენდება 17 მაისის აქციის წინა დღეები, როდესაც ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა ჩემს წინააღმდეგ გაილაშქრა. მიზეზი ჩემს შემთხვევაშიც რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელთა მიმართ გაკეთებული განცხადება გახდა. კერძოდ, კონკრეტულ პირებზე ვისაუბრე, რომლებიც წმინდანთა და სასულიერო პირთა კარიკატურებს ავრცელებენ.
სანდრო ბრეგაძე უმცირესობაში არ უნდა აღმოჩნდეს. იგი იცავდა საკუთარ რელიგიურ გრძნობებს, ისევე როგორც ათობით ათასი ადამიანი, რომელმაც 17 მაისს თბილისის ქუჩებში ჩაიარა".