ქართველი ახალგაზრდები ნიდერლანდების სამეფოში

ქართველი ახალგაზრდები ნიდერლანდების სამეფოში

   20-24 ოქტომბერს  ნიდერლანდების სამეფოში ჩატარდა "პოლიტიკის მეცნიერებათა სტუდენტთა  საერთაშორისო ასოციაციის" საშემოდგომო ყრილობა. ივერიონი თსუ, საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის, ახალგაზრდული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს  ნიკოლოზ მეტრეველს დაუკავშირდა, რომელიც ამ ორგანიზაციის საერთაშორისო ეკონომიკისა და ადამიანის უფლებათა კომისიის წევრია.

   -"20-24 ოქტომბერს  ნიდერლანდების სამეფოში ჩატარდა "პოლიტიკის მეცნიერებათა სტუდენტთა  საერთაშორისო ასოციაციის" საშემოდგომო ყრილობა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მივიღე, როგორც ამ ორგანიზაციის საერთაშორისო ეკონომიკისა და ადამიანის უფლებათა კომისიის წევრმა.  

   ყრილობაზე წავიკითხე მოხსენება: "საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკა და ევროინტეგრაციის პროცესები".

   მქონდა პირისპირ შეხვედრები: ასოციაციის პრეზიდენტ ფილიპ აიპლერთან, რომელთანაც შევთანხმდით, რომ იგი მომოვალი წლის ივლისში ეწვევა საქართველოს და გავაფორმებთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ ფორუმთან. ხელშეკრულების საბოლოო დეტალების მოსამზადებლად დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები ფილიპ აიპლერთან  და ასოციაციის სხვა ლიდერებთან ლონდონში 2015 წლის აპრილში.

   ცალკე გამოვყოფდი ჩემს შეხვედრას ისეთ გამოცდილ პოლიტიკოსთან, როგორიც არის ნიდერლანდების სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი დრიეს ვან ახტი. მასთან საუბარი მქონდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე და საქართველოში ადამინიას უფლებების სფეროში არსებულ მდოგამარეობაზე. დრიეს ვან ახტის რეკომენდაციით  ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დეპარტამენტში გავაკეთე მოხსენება თემაზე: "საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების როლი საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: