ნანა კაკაბაძე: სულხან მოლაშვილის გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ დისკრიმინაციაზეა საუბარია!
"ჩვენ ამ საქმის თარგმანს გადავუგზავნით საქართველოს პარლამენტს, სახალხო დამცველს და პროკურატურას. პარლამენტს და სახალხო დამცველს იმისთვის, რომ მოახდინოს ამ ყველაფრის შეფასება, პროკურატურას კი იმისთვის, რომ მოხდეს სისხლისსამართლებრივი რეაგირება",- განაცხადენა "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოლაშვილის საქმეზე უპრეცედენტოა, რადგან მხოლოდ მოლაშვილის გადაწყვეტილებაშია საუბარი პოლიტიკურ დისკრიმინაციაზე.
"ამ საქმეში სულხან მოლაშვილი ოთხი მუხლით გაამართლა ევროსასამართლომ, ანუ გამართლება მოხდა ყველა იმ მუხლზე, რომელზეც საუბარი იყო მის საქმეში. ეს მუხლებია მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეთოთხმეტე. მეთოთხმეტე მუხლი ნიშნავს, რომ მისი დაპატიმრება და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიებები იყო პოლიტიკური ნიშნით წარმოებული. მეექვსე - მის მიმართ არ განხორციელდა სამართლიანი სასამართლო. ასევე მესამე, რომელიც წამებაზე და ღირსების შელახვაზე მიუთითებს. უპრეცედენტოა ეს გადაწყვეტილება იმ ნიშნით, რომ მხოლოდ სულხან მოლაშვილის გადაწყვეტილებაში ჩვენ ვხედავთ, რომ საუბარია პოლიტიკურ დისკრიმინაციაზე. ეს არის პირველი გადაწყვეტილება, სადაც საუბარია პოლიტიკურ დისკრიმინაციაზე",- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.