ლევან იზორია: ე.წ "გასაღები" ჰაერშია გამოკიდებული!

ლევან იზორია: ე.წ "გასაღები" ჰაერშია გამოკიდებული!

  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია მიიჩნევს, რომ სანქცირებული ფარული მოსმენების შეჩერება უსაფრთხოების კუთხით ბევრ პრობლემას გამოიწვევს. აღნიშნულზე იზორიამ "ქრონიკასთან" ისაუბრა.

 

   მისი თქმით, ეს უსაფრთხოების სისტემის პარალიზებაა, რაც კრიმინალთან ბრძოლასთან ერთად უსაფრტხოების სისტემას ეხება. 

  "დღევანდელი გადაწყვეწტილებით "გასაღები" ჰაერშია გამოკიდებული ანუ არავის აქვს. შესაბამისად, ეს მთელ რიგ პრობლემებს ქმნის. ეს არის უსაფრთხოების სისტემის პარალიზება, ეს  კრიმინალთან ბრძოლასთან ერთად უსაფრთხოების სისტემას ეხება. ერთი თვის წინ, როდესაც ადამიანის გატაცების ფაქტი გამოვავალინეთ, სწორედ სანქცირებული მოსმენის საფუძველზე მოხდა ეს. ასეთ ფაქტს უკვე, სამწუხაროდ, ამ ეფექტიანი საშუალებით, რასაც ჰქვია ფარული მიყურადება და მოსმენა და რომელიც არის არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში აპრობირებული, ხვალდან ვეღარ გამოვიყენებთ, ის  რეგულაციის მიღმა დარჩება.

  დანაშაულთან ბრძოლის კუთხით პრობლემები იქმნება ასევე მთლიანად უსაფრთხოების სისტემის კუთხით. ეს ეხება არა მხოლოდ შსს-ს, არამედ ყველა სტრუქტურას, მათ შორის დაზვერვის სამსახურს, თავდაცვის სამინისტროს,"- განაცხადა იზორიამ .

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: