თამარ სანიკიძე: შეკითხვები ირაკლი ალასანიასთან, არ ნიშნავს იმას, რომ ალასანია უნდა დაიკითხოს!

თამარ სანიკიძე: შეკითხვები ირაკლი ალასანიასთან, არ ნიშნავს იმას, რომ ალასანია უნდა დაიკითხოს!

  საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს თუ კითხვები გააჩნია თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ალასანიასთან, არ ნიშნავს იმას, რომ ალასანია უნდა დაიკითხოს. აღნიშნულ განცხადებას საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების კომენტირებისას აკეთებს. 

  "თუ პრემიერი ამბობს, რომ ალასანიასთან აქვს შეკითხვები, ესეიგი აქვს შეკითხვები, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დადგეს მისი დაკითხვის მომენტი, ამიტომ, კიდევ ერთხელ ეს არის თემა, რომელიც უნდა გამოიძიონ და მე ვთვლი, რომ რამე კომენტარის გაკეთება, სანამ არ გახდება გარკვეული პუნქტები ნათელი, იქნება ძალიან არასწორი და უბრალოდ შეცდომაში შეიყვანს ყველას", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: