სოციალური რეკლამის შესახებ ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით მიიღეს

სოციალური რეკლამის შესახებ ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით მიიღეს

  იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ცვლილებები შევიდა "მაუწყებლობის შესახებ", "რეკლამის შესახებ" და "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონებში.

 

  საქართველოს პარლამენტმა სოციალური რეკლამის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო.

  "მიღებული ცვლილებების მიზანია, აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რომლებიც აქამდე მოქმედ კანონმდებლობაში არსებობდა. ეს, უპირველეს ყოვლისა, შეეხება სოციალური რეკლამის იმ განმარტებას, რომელსაც "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ძველი რედაქცია იძლეოდა. კერძოდ, სოციალური რეკლამის ძველი დეფინიცია, სხვა პირობებთან ერთად, ითხოვდა, რომ სარეკლამო რგოლს დაეკმაყოფილებინა ერთდროულად ორი პირობა - მიმართული ყოფილიყო "საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა" და "საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ". ასეთი მეტისმეტად ვიწრო განსაზღვრების პირობებში ანტინარკოტიკული, დისკრიმინაციის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, აგრეთვე, სარეკლამო კლიპები თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ, ვერ ჩაითვლებოდა სოციალურ რეკლამად, რადგან მათში არ იყო "ქველმოქმედების კომპონენტი", რაც, უდავოდ, ძველი კანონმდებლობის ხარვეზს წარმოადგენდა", - განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: