გოგა ონიანის მიმართვა თავდაცვის მინისტრს:" ნუ დაკარგავთ თქვენს ადგილს დარჩით იქ სადაც ხართ, გააგრძელეთ მონური მორჩილება"

გოგა ონიანის მიმართვა თავდაცვის მინისტრს:" ნუ დაკარგავთ თქვენს ადგილს დარჩით იქ სადაც ხართ, გააგრძელეთ მონური მორჩილება"

  გოგა ონიანის მიმართვა თავდაცვის მნისტრს:" ნუ დაკარგავთ თქვენს ადგილს დარჩით იქ სადაც ხართ, გააგრძელეთ მონური მორჩილება"
"ძალიან მნიშვნელოვანია, გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას ამ საქმეს, იმიტომ რომ ამ ნაბიჯით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ უსაფრთხოების კუთხით. აქედან გამომდინარე, იმ რაღაც მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო, რომ ასე ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია, გამოძიება წარიმართოს ღიად და გახსნილად", - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს დილით თბილისი საერტაშორისო აეროპორტში გააკეთა. მოგვიანებით ალასანიას, ადვოკატმა გოგო აონიანმა facebook-ის ოფიციალური გვერდიდან მიმართა :
  "მივმართავ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბატონ ირაკლი ალასანიას: ბატონო ირაკლი დღეს მოვისმინე თქვენი განცხადება და ბევრი კითხვა გამიჩნდა, თქვენ ის ადამიანი არ ხართ ორი წლის წინ გენ-შტაბის უფროსი გიგი კალანდაძე თქვენს თვალწინ საპირფარეშოში რომ დააკავებინეთ? (ყველა ბრალდებაში გამართლდა) ვერც მიხვდით რომ სწორედ მანდ დასრულდა თქვენი თავდაცვის მინისტრობა, თქვენ არ იყავით ყოფილ თავდაცვის მინისტრს უამრავ დანაშაულში სდებდით ბრალს მათ შორის 300 მილიონის მოპარვაში, ესეც ტყუილი აღმოჩნდა, თქვენ ის თავდაცვის მინსტრი არ ბრძანდებით ბრიგადის მეთაური 2008 წლის ომში ყელში დაჭრილი ზურა შამათავა და დაზვერვის ასეულის უფროსი სერჟანტი ალექსანდრე გორგაძე წელიწადია ციხეში სხედან გაუგებარი ბრალდებით და ერთი არ დაინტერესებულხართ არც მათი და არც მათი ოჯახების ბედით, იქნებ რამხელა შვება ყოფილიყო მათთვის მცირეწლოვანი ბავშვები მაინც რომ მოგენახულებინათ, ასევე მინისტრი ბრძანდებოდით მაშინ როდესაც მე ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ონიანს ღამე სახლში შემომივარდნენ ოჯახი ამიწიოკეს, 3,4წლის შვილები შემიშინეს, ჩხრეკა ჩაატარეს, რომელიც ორივე ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ სცნო და დღემდე ამ ბრალდებით დამაწოწიალებენ სასამართლოში.
  ასე რომ დინების საწინააღნდეგოდ მხოლოდ კალმახები დაცურავენ თქვენ კი უფრო იმ ღორჯოებს გავხართ მდორე გუბეს რომ ეძებენ და საერთოდ არ აინტერესებთ მთელ მდინარეში მიმდინარე ორომტრიალი, ასე რომ დარჩით იქ სადაც ხართ, გააგრძელეთ მონური მორჩილებით მსახური და იყავით თქვენს ამპლუაში, სამწუხაროდ კაცობრიობა არ იცნობს თქვენ ასაკში ადამიანების და მათი ღირებულებების კარდინალურ ცვლილებებს, ნუ დაკარგავთ თქვენს ადგილს." განაცხადა გოგოა ონიანმა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: