თბილისის მოსახლეობა კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს

თბილისის მოსახლეობა კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს

 თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით მერიაში გამართულ თათბირზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები 250-ლარიან, დანარჩენი აბონენტები კი 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.


  მისი თქმით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეტანილმა ცვლილებებმა დამატებითი დაფინანსების საჭიროება წარმოშვა

 
  "ვაუჩერი ამ წლის ნოემბერ-დეკემბერში დარიგდება იმ სქემით, რა სქემაც იყო დამტკიცებული. ცვლილება არ მომხდარა, თუმცა, ჩვენ გავზარდეთ დაფინანსების მოცულობა, როცა სექტემბერში შევცვალეთ ბიუჯეტი, ვინაიდან, სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეტანილმა ცვლილებებმა დამატებითი დაფინანსების საჭიროება წარმოშვა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: