დავით სერგეენკო: გამოჩნდა ახალი შესაძლებლობა, რომელსაც C ჰეპატიტის განკურნების მეტი პროცენტი აქვს!
C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი მედიკამენტის შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით,დაწყებულია პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ინტერფერონის საჭიროების მქონე პაციენტებს მედიკამენტის მიღება 60% ფასდაკებით შეეძლებათ.
"ახლა გამოჩნდა ახალი შესაძლებლობა, რომელსაც განკურნების ბევრად მეტი პროცენტი აქვს. ჩვენი ინტერესია, დავეხმაროთ მოსახლეობას, რომ ეს მედიკამენტი და ზოგადად C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდეს. შესაბამისად, უკვე რამდენიმე თვეა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომლის დეტალებს ვერ გავამხელ, რადგან მოლაპარაკების პროცესი არ დასრულებულა. მაგრამ ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს", - განაცხადა სერგეენკომ.