ცხელი ამბავი
ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია ვინ მოთოკავს ველურ ბაზარს?!   ვინ ვინ გაწირა და როდის აეხდება სიმართლეს ფარდა? ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია ვინ მოთოკავს ველურ ბაზარს?!   ვინ ვინ გაწირა და როდის აეხდება სიმართლეს ფარდა?

თეა წულუკიანი: პროცესის გამჭვირვალობაში საქართველოს მთავარი პროკურორი აგებს პასუხს!

თეა წულუკიანი: პროცესის გამჭვირვალობაში  საქართველოს მთავარი პროკურორი აგებს პასუხს!

  გამომძიებელს და პროკურორს უნდა ესმოდეს, რომ როცა მინისტრი მივლინებაშია წასული, დაელოდოს მას, ვიდრე მის  თანამშრომლებს დააკავებენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.

 

  მისი თქმით, ის რაც მოხდა ძალოვან სტრუქტურაში, დაირღვა დაუწერელი წესი, რასაც მინისტრის პატივისცემა ჰქვია. 

 

  "ყველა გამომძიებელს და პროკურორს უნდა ესმოდეს, რომ როცა მინისტრი მივლინებაშია წასული, დაელოდოს მას, ვიდრე  მის თანამშრომლებს დააკავებს. იმით, რაც მოხდა ძალოვან სტრუქტურაში, დაირღვა დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს მოქმედი მინისტრის პატივისცემას ძალოვანის მხრიდან. ყველა მინისტრი პატივს სცემს ძალოვნებს და იმავეს მოითხოვს მათგან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

  იუსტიციის მინისტრის თქმით,  დაკავებული თანამშრომლების გამოძიების პროცესის გამჭვირვალობაზე პასუხს უშუალოდ მთავარი პროკურორი აგებს.


  "მეორე საკითხია ის, რომ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ამაზე პასუხს აგებს სისხლის სამართლის სფეროში უმაღლესი ფიგურა - საქართველოს მთავარი პროკურორი, რადგან ეს არ არის  საქმე, რომელზეც შეიძლება პასუხისმგებელი იყოს რიგითი გამომძიებელი ან პროკურორი", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: