სოზარ სუბარი: დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 20 მილიონით იზრდება!
დევნილთა სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით, 20 მილიონი ლარით იზრდება. ამის შესახებ მთავრობის დღვანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
"მიღწეულია დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტის სერიოზული ზრდა. თუკი ორი წლის წინ "ნაციონალური მოძრაობის" დროს სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 24 მილიონს, მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება 70 მილიონი. ანუ წლევანდელთან შედარებით, ის ოცი მილიონი ლარით იზრდება. ამას დაემატება გარკვეული თანხა და დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციების მზრიდან", - განაცხადა სოზარ სუბარმა.