ნოდარ ხადური: სოციალურად დაუცველების პენსია 25 ლარით გაიზრდება!

ნოდარ ხადური: სოციალურად დაუცველების პენსია 25 ლარით გაიზრდება!

  2015 წლის პირველი სექტემბრიდან სოციალურად დაუცველებს პენსია გაეზრდებათ.

 

  ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, პენსია სოციალურად დაუცველებს  25 ლარით გაეზრდებათ.

  "დაფინანსება გაეზარდა ძალიან ბევრი უწყებას, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულება 25 მილიონით არის გაზრდილი, საიდანაც ნაწილი მოხმარდება სოციალურად დაუცველებისთვის პენსიის ზრდას. ზრდა ქულების მიხედვით მოხდება და მისი მაქსიმალური ოდენობა 25 ლარი იქნება. გაზრდილ პენსიას სოციალურად დაუცველები 1 სექტემბრიდან მიღებენ", - განაცხადა ხადურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: