ირაკლი ალასანია:უახლოეს საათებში "საიდუმლო" გრიფის მოხსნის საკითხი გადაწყდება!

ირაკლი ალასანია:უახლოეს საათებში "საიდუმლო" გრიფის მოხსნის საკითხი გადაწყდება!

  დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში.დარწმუნებული ვარ, უახლოეს საათებში გადაწყდება "საიდუმლო" გრიფის მოხსნი საკითხი. განცხადება ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტბთან თემის კომენტირებისას  გააკეთა. 


  "ამ დღეებში მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთე - შევხვდი დაკავებული თანამშრომლების ოჯახებს. ისინი ძალიან მტკიცედ დგანან.

  ჩავხედე საქმეს, იმ მასალებს, რაც ჩვენ გაგვაჩნდა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ, აბსოლუტურად ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში. დიდი იმედი მაქვს, უახლოეს საათებში გადაწყდება "საიდუმლო" გრიფის მოხსნის საკითხი, წარიმართება ტრანსფარანტულად ეს გამოძიება.

  ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა პრემიერთან. დღესაც მე გადავცემ პრემიერს ჩვენს მოსაზრებებს და მასალებს, რითაც დასტურდება, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან, თუმცა სასამართლომ და გამოძიებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას", - განაცხადა ალასანიამ.

  მინისტრი აცხადებს, რომ რეფორმები, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცესთან საქართველოს ყველაზე უფრო კრავს, გაგრძელდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: