რიჩარად ნორლანდი: საქმის განხილვა მართლმსაჯულების პრინციპების დაცვით უნდა მოხდეს!

რიჩარად ნორლანდი: საქმის განხილვა  მართლმსაჯულების პრინციპების დაცვით უნდა მოხდეს!

 თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარად ნორლანდი ეხმაურება.

 

 მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქმის განხილვა კანის უზენაესობით მოხდეს.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ საქმის გამოძიებას, როგორც პოლიტიკურ საუბრებს, ასევე მის მიმდინარეობას. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საქმის განხილვა მოხდეს კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების პრინციპების დაცვით.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელმისაწვდომი იყოს საქმის მასალები",-აცხადებს ნორლანდი.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე სამინისტროს ხუთი თანამშრომელია დაკავებული. მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურა მაღალჩინოსნებს 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას ედავება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: