გოჩა ჯოჯუა ნინო ბურჯანაძის გადაყენებას მოითხოვს!

გოჩა ჯოჯუა ნინო ბურჯანაძის გადაყენებას მოითხოვს!

 "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა ე.წ. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მიერ 6 მაისის და მას შემდეგ მიღებული ყველა აქტის გაუქმებას და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" სახელის, მისი სიმბოლიკის აღდგენას ითხოვს, მისი მოთხოვნაა ნინო ბურჯანაძე გადაყენებულ იქნას თავმჯდომარეობიდან და არჩეულ იქნას "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე". ჯოჯუა ამ მოთხოვნით საჯარო რეესტრს მიმართავს.
 "ამასთანავე, სასამართლოებში, ადმინისტრაციულშიც და სამოქალაქოშიც გავაგრძელებთ დავას ამ საკითხზე, მაგრამ ჯერ საჯარო რეესტრიდან ველოდებით პასუხს. "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასა" და ნინო ბურჯანაძის პარტიას შორის დაპირისპირება თვეებია, გრძელდება და ეს არ არის მარტო ორი პოლიტიკური ძალის, მით უმეტეს, მარტო "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაში" არსებული კონფლიქტი. ამ სიტუაციამ დაგვანახა საზოგადოებას, რომ საკანონმდებლო სივრცე სათანადოდ ვერ ასახავს დემოკრატიული საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნებს, რაც ქმნის პოლიტიკური კორუფციის ნიადაგს, არაჯანსაღი, მახინჯი კულუარული გარიგების შესაძლებლობას. სწორედ ასეთი პოლიტიკური "შარლატანობის" თანამონაწილე გახადა ლევან ვეფხვაძემ ნინო ბურჯანაძე. კანონის მოთხოვნის დარღვევით, ვითომ 204 დელეგატის თანდასწრებით, სინამდვილეში კი - 70 ადამიანის, სადაც დიდი ნაწილი "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრები არ იყვნენ, შედგა ვითომდა ყრილობა, რომელმაც თავმჯდომარედ აირჩია ნინო ბურჯანაძე. ეს არის გაგრძელება პარტიის წევრების და საზოგადოების მიღმა არსებული გარიგების, რომლითაც ბურჯანაძემ მიიღო სატელევიზიო დრო და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თითო უბანზე 2 წარმომადგენელი, რაც თანხობრივად რამდენიმე მილიონი ლარით განისაზღვრება. კითხვის ნიშნები ჩნდება, თუ რა მიიღო სანაცვლოდ "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ"? ეს ყველაფერი წარმოშობს ეჭვს უცნობი ფარული გარიგების შესახებ"-განაცხადა ჯოჯუამ
  მან ბრიფინგის მსვლელობისას მიმართა ნინო ბურჯანაძეს და განაცხადა, რომ "ბურჯანაძეს ჯერ აქვს შანსი, ღირსეულად გამოვიდეს პოლიტიკოსისთვის ამ შეუფერებელი, ამორალური გარიგებიდან, გადადგეს არარსებული თავმჯდომარეობიდან და დაუბრუნდეს თავის "დემოკრატიულ მოძრაობას", ნუ გახდება თანამონაწილე ლევან ვეხვაძის შარლატანური გეგმისა".
ჯოჯუამ საჯარო გაფრთხილება მისცა გიორგი ახვლედიანსაც და განაცხადა:
 -"ვაფრთხილებ გიორგი ახვლედიანს, რომელიც ასევე თანამონაწილეა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისა, კიდევ ნუ აგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩათრევას და ნუ ქმნის ფალსიფიცირებულ დოკუმენტს, რათა "გააპრავოს" ფარსი!"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: