ბიძინა ივანიშვილი: ბაჩო ახალაიას დასაკავებლად სამართლებრივი საფუძველი არსებობდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას დაკავებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა.
"ბაჩო ახალაიას დაკავება კანონის დაცვით მოხდა. არ ვმონაწილეობდი ამ პროცესში და მეტს ვერაფერს ვიტყვი. ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, საამისოდ სამართლებრივი საფუძველი არსებობდა", - განაცახა ბიძინა ივანიშვილმა.