ალექსი ბატიაშვილი: მზად ვარ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი!
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი "სილქნეტის" ფინანსურ დირექტორთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს. განცხადება ამის შესახებ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურში დაკითხვაზე შესვლამდე განუცხადა.
"მოწმის სახით ვარ დაბარებული. სავარაუდოდ, შეკითხვები აქვს პროკურატურას. მზად ვარ, შეკითხვებს გავცე პასუხი", - აღნიშნა ბატიაშვილმა.
პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დღეს განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი კომპანია "სილქნეტის" ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია.