ელისო ჩაფიძე: ის რაც მოხდა უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ირაკლი ალასანიას, არამედ ქვეყნის იმიჯზეც!
ნატოს, გერმანიისა და საფღანგეთის მაღალჩინოსნები ხდებიან მოწმეი, თუ როგორ არასტაბილურ გარემოში გვიწევს ცხოვრება საქართველოში. განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ის რაც მოხდა უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ირაკლი ალასანიას იმიჯზე, არამედ ქვეყნის იმიჯზეც.
"ნატოს, გერმანიისა და საფრანგეთის თავდაცვის მაღალჩინოსნები ხდებიან მოწმენი, როგორ არასტაბილურ გარემოში გვიწევს ცხოვრება საქართველოში.
თავდაცვის მინისტრი, რომელიც მნიშვნელოვან შეხვედრას ატარებს, მოულოდნელად საქმის კურსში დგება იმის შესახებ, თუ რა მოხდა. არა მხოლოდ ირაკლი ალასანიას, როგორც პოლიტიკოსის იმიჯზე მოქმედებს უარყოფითად, არამედ ქვეყნის იმიჯზეც",-აცხადებს ჩაფიძე.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე სამინისტროს ხუთი თანამშრომელია დაკავებული. მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურა მაღალჩინოსნებს 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვასედავება.