ირინა სარიშვილი: სრულიად საქართველო დაპირისპირებათა ავადმყოფურმა ქსელმა მოიცვა!
ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მამა გაბრიელის დაპირისპირება გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის!!!!!! ასე ეასე ეხმაურება facebook-ის საკუთარ გვერდზ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი და პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას.
"ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მამა გაბრიელის დაპირისპირება გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის!!!!!!!!!!!
თბილისის მერიავ, საკრებულოვ და თავად მერო!!!
ასეთი მიზანმიმართული ბრიყვები ხართ მართლა თუ უბრალოდ თქვენდაუნებურად გამოგდით, რასაც აკეთებთ?!!
თუ მაინცდამაინც ამ ქუჩისთვის უნდა მიგეცათ მამა გაბრიელის სახელი, მეორე ნაწილი - ხმელნიცკი მაინც შეგეცვალათ! ან დაილია ქუჩები და გამზირები???
ქაქუცა ერთგვარი სიმბოლოა საქართველოსი და მის მიმართ ერთი ადამიანი არ არსებობს უარყოფითად განწყობილი, უფრო სწორად, დღემდე არ არსებობდა!
მამა გაბრიელი მორწმუნე საზოგადოებაში ერთხმად მიღებული სიწმინდეა და არც სხვა კონფესიები ან ათეისტები გამოხატავდნენ მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზიას! ოღონდ ესეც დღემდე!!!
რამ გიბიძგათ ასეთი "ბრძნული" გადაწყვეტილებისკენ?!
ღრმა ეკლესიურობამ?? ოღონდაც ეგ არა რა!!! რაც თქვენ გააკეთეთ, ამით უდიდესი დარტყმა მიაყენეთ ქართულ ეკლესიას, რადგან ქაქუცა სრულიად საქართველოსთვის ეროვნული გმირია და მისი სახელი, ცხოვრება მთლიანად, ერთგულების, ვაჟკაცობის, ღირსების სინონიმია!!! ხოლო მამა გაბრიელის სახელის დარქმევა ქაქუცას სახელობის ქუჩისთვის, სხვა არაფერია, თუ არა მართლმადიდებელთა შიგნით ახალი დაპირისპირების პროვოცირება, რაც უკვე ხვალიდან დაიწყება და გასცდება ერთი კონკრეტული ქუჩის საზღვრებს...
ვერ ხედავთ, როგორ ავადმყოფურად რეაგირებს ხალხი ყველანაირ სიახლეზე, თუნდაც წვრილმანზე, როცა დადებითი ემოციებიც კი აგრესიაში გადადის და საყოველთაო დაპირისპირების საგანი ხდება?!!!
ხალხს აგროვებთ 15 ნოემბრის აქციისთვის???
თუ უბრალოდ ვერ აზროვნებთ???
ან აქვს კი ამას მნიშვნელობა?!!!!!!!!! არა, რადგან სამწუხაროდ, ამ პროვოკაციას ბევრი წამოეგება!
P.S. ცნობისათვის: პირადად მე არანაირად არ მაღელვებს ზოგადად ქუჩების, სკვერების, მოედნების სახელწოდებების და ძეგლების თემა... ასეთი ვარ, რა ვქნა, არ ნიშნავს ეს ჩემთვის არაფერს, სხვა ღირებულებები ბევრად მეტად ფასობს ჩემთვის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პირადად მე არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რომელ ქუჩას ვისი სახელი ჰქვია (გია ჭანტურიას სახელობის ქუჩის და ძეგლის ჩათვლით). მაგრამ როცა ამ ფორმით და ამ დატვირთვით, თან ასეთ დროს უკვე მერამდენედ ასეთი რამ ხდება, მეც მიჩნდება პროტესტის გრძნობა, არა ქაქუცა ჩოლოყაშვილის, არა მამა გაბრიელის, არამედ თქვენი უტვინო, უზნეო, ანტიქრისტიანული და ანტიეროვნული გადაწყვეტილებების მიმართ!!!
რა დროს პოლიტიკაა, სრულიად საქართველო წვრილმანიდან დაწყებული მსხვილმანით დასრულებული, დაპირისპირებათა ავადმყოფურმა ქსელმა მოიცვა! ამ დროს ქვეყანა თავზე გვენგრევა და ვერ გაგვიგია!!!
სტატუსი: თქვენ მიკარნახეთ როგორია, მე მართლა არ ვიცი!" - წერს ირინა სარიშვილი.