დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე პარლამენტის ნდობის ჯგუფი იმსჯელებს

დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე პარლამენტის ნდობის ჯგუფი იმსჯელებს

  როგორც "რესპუბლიკური" პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი აცხადებს,თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების შესახებ ნდობის ჯგუფს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. მისივეთქმით, იმ შემთხვევაში თუ 2 მილიონზე მეტი შესყიდვა ხორციელდება, შეტყობინება უწყებიდან ნდობის ჯგუფს ეგზავნება.

 

  პარლმენტის ნდობის ჯგუფი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე იმსჯელებს.

  ნდობის ჯგუფის გარდა შეკითხვები დეპუტატებს პროკურატურის მიმართაც აქვთ.ბადაშვილის უწყებას დღეს პრეტენზიები იუსტიციის მინისტრმაც წაუყენა.
  შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვა ედებათ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: