სანდრო ბრეგაძე: ამ "ქალბატონმა" ერთგვარი ლუსტრაცია მოახდინა 15 ნოემბრის მიტინგის არსისა!

სანდრო ბრეგაძე: ამ "ქალბატონმა" ერთგვარი ლუსტრაცია მოახდინა 15 ნოემბრის მიტინგის არსისა!

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე ნათია კობერიძის facebook-  გამოეხმაურა. მისი თქმით, კობერიძემ  ერთგვარი ლუსტრაცია მოახდინა 15 ნოემბრის მიტინგის არსისა.


"15 ნოემბრის "ნაცების" მიტინგის ერთ-ერთი ოფიციალური ორგანიზატორი ნათია კობერიძე მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ ბერს - მამა გაბრიელს საჯაროდ-გიჟს და თვითმარქვიას უწოდებს, ამით კი თითოეული ქრისტიანს შეურაცხყოფას აყენებს.  ესაა რელიგიური გრძნობების შებღალვა და სიძულვილის ენის ტირაჟირება. ამის შემდგომ ყველა, ვინც 15 ნოემბრის აქციაზე წავა, ცალსახად იქნება ამ აქციის ორგანიზატორის - ნათია კობერიძის თანამოაზრე და მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანების შეურაცხმყოფელი. ამ "ქალბატონმა" ერთგვარი ლუსტრაცია მოახდინა 15 ნოემბრის მიტინგის არსისა, რომ ის არის ქვეყნის, ეკლესიის და რწმენის წინააღმდეგ მიმართული აქცია,"- წერს ბრეგაძე" .
შეგახსენებთ, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირს საკრებულოს გადაწყვეტილებით სახელი შეეცვალა და წმინდა ბერი გაბრიელის სახელი დაერქვა. ნათია კობერიძემ ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა.
"გიჟი, თვითმარქვია ბერი როგორაა უფრო დამსახურებული ვიდრე დამოუკიდებლობის იდეას შეწირული გმირი?"- წერს კობერიძე სოციალურ ქსელში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: