უჩა ნანუაშვილი: ეს იქნება ცალკე სტრუქტურა, რომელიც მსგავსი ფაქტების გამოძიებაზე იქნება ფოკუსირებული!

უჩა ნანუაშვილი: ეს იქნება ცალკე სტრუქტურა, რომელიც მსგავსი ფაქტების გამოძიებაზე იქნება ფოკუსირებული!

  "ციხეებში წამების პრევენციის მიზნით, საჭიროა საზოგადოებრივი მონიტორინგის სტრუქტურის შექმნა, რომელსაც ფოტო და ვიდეოგადაღების შესაძლებლობა ექნება",  - ამის შესახებ ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსა" და ციხეების კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების წარდგენის შემდეგ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

 კვლევამ აჩვენა, რომ ციხეებში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. კვლევა მომზადებულია 2006-2012 წლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და მასში 2013 წლიდან გამოკითხულია 1200 მსჯავრდებული, მათ შორის - 600 ყოფილი პატიმარი.

  "ეს იქნება ცალკე სტრუქტურა, რომელიც მსგავსი ფაქტების გამოძიებაზე იქნება ფოკუსირებული. ასევე ჩემი რეკომენდაციაა მონიტორინგის მექანიზმის, მათ შორის პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაუმჯობესება. ასევე საზოგადოებრივი მონიტორინგის სტრუქტურის შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ ფოტო და ვიდეოგადაღების შესაძლებლობა ჰქონდეთ მონიტორებს, რაც იმოქმედებს, როგორც პრევენცია მომავალში მსგავსი დანაშაულებების განხორციელებისთვის", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: