კახა კალაძე: კანონის წინაშე ყველა თანასწორია!

კახა კალაძე: კანონის წინაშე ყველა თანასწორია!

  ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ევროპის სახალხო პარტიის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

 

   მისი  თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია.

 

   "მე არ მგონია "სახალხო პარტიაზე" იყოს დამოკიდებული ყველაფერი ევროპაში. იცით, ევროპულ ქვეყნებს ჩვენთან მიმართებაში როგორი დამოკიდებულებაც აქვთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, უახლოეს მომავალში გახდეს იმ დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. რაც შეეხებათ ყოფილ მაღალჩინოსნებს, ისინი არიან ჩვეულებრივი დამნაშავეები. თუ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ იმ ადამიანების ჩადენილ დანაშაულზე, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, მაშინ მე არ გამოვრიცხავ, რომ დღეს, ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც ანალოგიური გააკეთონ ჩვენმა მაღალი თანამდებობის პირებმაც. კანონის წინაშე ყველა ერთია", - განაცხადა კალაძემ.

 

   როგორც ევროპის სახალხო პარტიის წევრები აცხადებენ,რომ  თუ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეწყდება, ისინი საქართველოს ევროკავშირთან ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარს არ დაუჭერენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: