ირაკლი ალასანია: თავდაცვის უწყება მზად არის საკანონმდებლო ორგანოსთან ითანამშრომლოს!

ირაკლი ალასანია: თავდაცვის უწყება მზად არის საკანონმდებლო ორგანოსთან ითანამშრომლოს!

 პარლამენტის თავმჯდომარესთან, როგორც იმ ორგანოს ხელმძღვანელთან, რომელიც კონტროლს უწევს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მქონდა საუბარი თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის ნაბიჯების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე  - განაცხადა ირაკლი ალასანიამ, პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ.


  მისი განმარტებით, თუკი პარლამენტი დაინტერესდება, თავდაცვის უწყება მზად არის, საქმეში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოსთან ითანამშრომლოს.

 

   "პარლამენტის თავმჯდომარესთან, როგორც იმ ორგანოს ხელმძღვანელთან, რომელიც კონტროლს უწევს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მქონდა საუბარი თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის ნაბიჯების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე. ბუნებრივია, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი საქმის ვითარებაში გავარკვიე, განვუმარტე გარკვეული დეტალები იმის ირგვლივ, რაზეც ბოლო დღეების განმავლობაში მუშაობს პროკურატურა და რაზეც საზოგადოება საქმის კურსშია. ჩვენ გავაცანით ერთმანეთს ასევე ჩვენი შეხედულებები, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები და მთავარი, რაც მნიშვნელოვანია, ჩემი მოსაზრება შევთავაზე პარლამენტის თავმჯდომარეს. აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით, ამა წლის დასაწყისში, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ინფორმაცია უკვე მიწოდებული გვაქვს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისთვის. თუკი პარლამენტი დაინტერესდება, თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს მასთან საქმეში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით", - განაცხადა ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: