ირაკლი ალასანია: პროკურატურა ვერ შემაშინებს!

ირაკლი ალასანია: პროკურატურა  ვერ შემაშინებს!

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავისი უწყების მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

 

 მისი თქმით აშკარად შეინიშნება პოლიტიკური ნიშნები.  თავდაცვის მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ  მას პროკურატურა ვერ შეაშინებს.

  "პროკურატურის ნაბიჯები დღესაც გაგრძელდა და დღესაც რამდენიმე ჩვენს თანამშრომელს წაუყენეს ბრალი და მე მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული. მაშინ, როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო წასული შეხვედრაზე გერმანიასა და საფრანგეთში კოლეგებთან, მოხდა მისი თანამშრომლების დაკავება. არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ეს ადამიანები დღეს იყვნენ ციხეში. ისინი არსად არ გარბოდნენ. მათ თავდებში ჩაუდგნენ საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები.
  ყველაფერი ეს მიქმნის ეჭვს, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა NATO-სთან და ევროკავშირთან. ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას, ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამიტომ მე გადავწყვიტე, ეს განცხადება გამეკეთებინა და ხვალ მივმართავ ჩვენი მმართველი კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს - შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საით მიჰყავს პროკურატურას და ამ მოვლენებს ჩვენი ქვეყანა. ეს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე და იმ სტრუქტურაზე, რომელიც გამორჩეულია თავისი წარმატებით რეფორმებში. მე ძალიან კარგად ვიცი, ვისი გორის ვარ. მე ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა და ვერც ის ტალახი, რომელსაც მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი ისვრის. მე გპირდებით, რომ ბოლომდე მივიყვანთ 2012 წელს დაწყებულ საქმეს და ვუერთგულებთ ჩვენს იდეალებს. ახლა მთავარია, მშვიდად გავაგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური მომავლისათვის ბრძოლა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: