ზურაბ აბაშიძე: ჩვენ არავის ვემიჯნებით!

ზურაბ აბაშიძე: ჩვენ არავის ვემიჯნებით!

  "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მისი პარტია უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ კამპანია გრძელდება.

 

  მისი თქმით, "თავისუფალმა დემოკრატებმა" თავიანთი აზრი დააფიქსირეს.

   "ლოგიკურად იბადება ეჭვები, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ მიმართულებას და ამავდროულად სახელმწიფოს მიაყენებს სერიოზულ ზიანს. ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, დღეს არ მივიღეთ მონაწილეობა უმრავლესობის სხდომაში და მოვითხოვეთ პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა, რომელიც კოალიციის უმაღლესი ორგანოა. ჩვენ არავის ვემიჯნებით,  "თავისუფალმა დემოკრატებმა" დავაფიქსირეთ ჩვენი მკაფიო და ნათელი პოზიცია. ველოდებით პოლიტსაბჭოს შეხვედრას, სადაც ყველაფერი უნდა გაირკვეს. არავის ვემიჯნებით და არაფერს ვტოვებთ", - განაცხადა აბაშიძემ

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: