აკაკი ბობოხიძე: "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური დევნა დაიწყო
ბაჩო ახალაიას დაკავება არის პოლიტიკური დაკვეთა და არანაირ სამართლებრივ ჭრილში არ ჯდება, _ აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია "რეგონების" თავჯდომარე აკაკი ბობოხიძე.
"ივერიონთან" საუბრისას დეპუტატი აცხადებს: "ჩვენ გვაქვს ფაქტი იმის შესახებ, რომ სულ რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის შვილი შუამდგოლმობით გაანთავისუფლეს პატიმრობიდან, რომელსაც ბრალი ედებოდა ადამინის დანით დაჭრაში. ამ დროს კი ახალაიას აკავებენ იმისთვის, რომ თითქოს მან ვიღაცას დანის ტარი ჩაარტყა".
აკაკი ბობოხიძე დარწმუნებულია, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან. "ეს რომ პოლიტიკური დაკვეთაა "ქართული ოცნების" ლიდერების: ვიქტორ დოლიძის, ზურაბ აბაშიძისა და კობა დავითაშვილის განცხადებებიც მიანიშნებს. მათი თქმით, ეს იყო ხალხის მასების დაკვეთა და სურვილი. სწორედ ამიტომა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა და არა სამართლებრივი გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ოპონენტების პოლიტიკური დევნა" - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.