სოსო მანჯავიძე-"ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნა სავსებით რეალური ჩანს"

სოსო მანჯავიძე-"ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნა სავსებით რეალური ჩანს"

   პრემიერ მინიტრის გადაწყვეტილებით თავდაცვის მინიტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გათავიუსლებულია, თანამდებობა დატოვა ევროინტეგრაციის მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და განაცხადა:-"ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია". 

   აირევა თუ არა სიტუაცია და რამდენად იგრძნობს ალასანია საზოგადოების თუ სხვა პოლიტიკოსების თუ მინისტრების მხარდაჭერას? რა ხდება და რას ფიქრობენ პოლიტიკოსები? ივერიონი თბილისის საკრებულოს წევრს სოსო მანჯავიძეს დაუკავშირდა.

 

   -"გასაგებია,რომ ალასანიას გადაყენებას მოჰყვება მისი გუნდის წევრების გადადგომა თანამდებობებიდან. გარკვეული დოზით ალასანიას მხარს უჭერენ რესპუბლიკელებიც. პრეზიდენტის პოზიციაც არაა ძნელი გამოსაცნობი. საინტერესოა ისიც, რომ დავით ბაქრაძემ ალასანიას წინააღმდეგ მიმართული მოქმედება ანტიდასავლურად შეაფასა, რითაც ფაქტიურად სოლიდარობა გამოუცხადა მას, თუ ამასთან ერთად გავითვალისწინებთ საერთაშორისო კონტაქტებს, ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნა სავსებით რეალური ჩანს.

-ხომ არ ფიქრობთ, რომ ალასანია თავისი გუნდით 15 ნოემბრის აქციას შეუერთდება? 

-რაც შეეხება 15 ნოემბერს, ეს გამორიცხული მგონია, ვინაიდან "ნაც-მოძრაობასთან" პირდაპირი კავშირის საჯარო დემონსტრირება პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია და ისეთ გამოცდილ ადამიანებს, რომლებიც "ქართული ოცნების" დაშლის შემდგომ პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობენ, ეს კარგად ესმით.

-აირევა თუ არა სიტუაცია და რამდენად იგრძნობს ალასანია საზოგადოების თუ სხვა პოლიტიკოსების თუ მინისტრების მხარდაჭერას?

-რაც შეეხება სიტუაციის არევას-კოალიციის დაშლამ არეულობა და შფოთი არ უნდა გამოიწვიოს და არც გამოიწვევს, ვინაიდან ეს ქვეყანას დაღუპავს და ეს არც ერთ ქართველს არ უნდა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: