ზვიად ტომარაძე:-"შეიძლება ეს ერთგვარი პოლიტიკური თამაშიც იყოს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ჩვენთან ამ დონის "საჭადრაკო პოლიტიკის" გასათამაშებლად ინტელექტი არ გაგვაჩნია"

ზვიად ტომარაძე:-"შეიძლება ეს ერთგვარი პოლიტიკური თამაშიც იყოს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ჩვენთან  ამ დონის "საჭადრაკო პოლიტიკის" გასათამაშებლად ინტელექტი არ გაგვაჩნია"

   პრემიერ მინიტრის გადაწყვეტილებით თავდაცვის მინიტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გათავიუსლებულია, თანამდებობა დატოვა ევროინტეგრაციის მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და განაცხადა:-"ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია". 

   აირევა თუ არა სიტუაცია და რამდენად იგრძნობს ალასანია საზოგადოების თუ სხვა პოლიტიკოსების თუ მინისტრების მხარდაჭერას? ივერიონი "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელს, ზვიად ტომარაძეს დაუკავშირდა.

   -ირაკლი ალასანიას  ქვეყნის იმიჯისათვის არასასურველ განცხადებას პრემიერ-მინისტრისგან ადეკვატური რეაქცია მოჰყვა. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინ NDI-ს კვლევების გამოქვეყნებისას გამოჩნდა, რომ გარკვეული ძალები ცდილობდნენ ალასანიასთვის ილუზიის შექმნას.

 გასათვალისწინებელია, რომ ირაკლი ალასანაიას ჯერ კიდევ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე გააჩნდა ამბიცია. ალბათ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დაარწმუნეს რომ, საზოგადოებაში "ქართული ოცნების" რეიტინგმა საგრძნობლად იკლო და მას სამომავლოდ დამოუკიდებლად შეუძლია პოლიტიკური კარიერის წარმართვა. სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სიტუაციის ფონზე, ნაცვლად იმისა რომ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაზე იყოს მიმართული, საზოგადოების ყურადღება პოლიტიკოსთა კინკლაობასა და კარიერულ ინტერესებზე გადადის. ეხლახანს  ირაკლი ალასანიას თანაგუნდელმა, ევროინტეგრაციის მინისტრმა ალექსანდრე პეტრიაშვილმა ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, მან საკუთარი თანამდებობის დატოვებასთან ერთად განაცხადა, რომ "დემოკრატია საფრთხეშია და ახლოვდება დიქტატურა". ნებსით თუ უნებლიედ ეს ყოველივე "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხავს წყალს და ქვეყნის იმიჯს სერიოზულად  აზარალებს. მე პირადად არ გამიკვირდება რომ, ამ ყველაფერში "ნაციონალური მოძრაობის" ხელიც ერიოს. არსებობს სხვა ვერსიაც, ეს ერთგვარი პოლიტიკური თამაშიც იყოს. კერძოდ  "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მორგებული ოპოზიციის მანტია "თავისუფალმა დემოკრატებმა" მოირგონ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ჩვენთან  ამ დონის "საჭადრაკო პოლიტიკის" გასათამაშებლად მთელი რიგი მიზეზების გამო, ინტელექტი არ გაგვაჩნია...

-გამოდის, შესაძლებელია 15 ნოემბრის აქციაზე ალასანიაც ვიხილოთ?

-ნაკლებსავარაუდოა, რადგან ალასანიამ შესანიშნავად იცის მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება ნაციონალების მიმართ და ნაციონალების აქციაზე მისვლა მისი კარიერისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა გამორიცხული არაფერია...

-რამდენად იგრძნობს ალასანია საზოგადოების თუ სხვა პოლიტიკოსების თუ მინისტრების მხარდაჭერას?

-მიმაჩნია რომ ალასანიას გარკვეული გარანტიები მისცეს, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, სხვა შემთხვევაში ის ასე აშკარა კონფრონტაციას მოერიდებოდა. საქართველოში მას ასევე გააჩნია სერიოზული პარტია და გარკვეული მხარდაჭერა ექნება. მათ შორის იმ მოსახლეობის მხრიდანაც, რომელიც უკმაყოფილოა "ოცნების მუშაობით.

-რას იტყვით ახალ თავდაცვის მინისტრზე?

-ვერაფერს არ ვიცნობ საერთოდ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: