ალექსანდრე ახალკაცი:-"ამ ნაბიჯით ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ"

ალექსანდრე ახალკაცი:-"ამ ნაბიჯით ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ"

   პრემიერ მინიტრის გადაწყვეტილებით თავდაცვის მინიტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გათავიუსლებულია, თანამდებობა დატოვა ევროინტეგრაციის მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

   ამ თემაზე სასაუბროდ ივერიონი უფლებადამცველს ალექსანდრე ახალკაცს დაუკავშირდა.

   -ამ ნაბიჯით ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ. თავის დროზე შესყიდვების თემაზე მისი მოადგილე გაათავისუფლა, ახლა კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრი გაათავისუფლა. 

-ირაკლი ალასანია მზადაა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ითანამშრომლოს. ამის შესახებ ვესტი.რუ იტყობინება.

- თუ ირაკლი მაგას გააკეთებს, მისი პოლიტიკური მომავალი დასამარდება და ის მარადმწვანე ოპოზიციონერად იქცევა, მაგრამ თუ ალასანია დარჩება საკუთარი შეხედულებების და იდეოლოგიის ერთგული, ასევე გააგრძელებს პრინციპულ მიღვაწეობას, აქვს შანსი 6 წლის შემდეგ მისი გუნდი ხელისუფლებაში მოვიდეს.

-ხომ არ არის ეს ერთგვარი პოლიტიკური თამაში, რათა ოპოზიციის ნიშა ახლა "თავისუფალმა დემოკრატებმა" მოირგონ და ასე ჩამოიშორონ "ნაციონალური მოძრაობა"?

- ფაქტია დადგა დრო პლიტიკურ ძალთა ხელახალი გადანაწილების და ისიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ნაცმო" ვეღარ იქნება მეორე პარტია 2016 წლის არჩევნებზე. ასე არ გამოვრიცხავ "რესპუბლიკელების" ოპოზიციაში წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველაზე მეტად აწყობთ  კოალიციის შენარჩუნება, რადგან  საპარლამენტო არჩევნებში 10% საც ვერ მოაგროვებენ. მათგან განსხვავებით ირაკლის გუნდს ექნება შანსი გახდეს მეორე პარტია და მოემზადოს 2020 წლისთვის.

-რას იტყვით თავდაცვის ახალ მინისტრზე?

-მე როგორც ვიცი ეს კაცი სერიოზული პიროვნებაა და ნამდვილი ქართველი პატრიოტი, ირაკლიმაც დადებითად დაახასიათა, საჭიროა ქართულ ჯარში გაგრძელდეს ის რეფორმები, რომლებიც დაწყებულია და რაც მთავარია- ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო ამ ქვეყანაში ნაცნობ-მეგობრობით ტენდერების გადაცემას.

-ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა:-"ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია". 

-რაც შეეხება პეტრიაშვილის განცხადებას, ვფიქრობ მას იმ წუთებში ნერვებმა უმტყუნეს, ეს არამინისტრის განცხადებაა. პეტრიაშვილა რა იგულისხმა ნეტავ? ნერვიულობდა ძალიან და შესაძლოა სხვა რამის თქმა სურდა, თორემ რამდენი მინისტრი გადადგება იმდენი საფრთხეში თუა დემოკრატია კარგად გვქონია საქმე. ესე იგი ავირჩიოთ მინისტრები, პრემიერიც, პრეზიდენტიც და იყვნენ აწ და მარადის?!. დღეს ყველაზე ჰუმანურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვიდრე ოდესმე გვიცხოვრია. შესაძლოა იყოს ჩავარდნები, მაგრამ ეს იმის ბრალია დამნაშავეები რომ რჩებიან თაბამდებობებზე.

-უახლოესი დღეების პროგნოზი შეგიძლია გააკეთო?

-არაფერი, მხოლოდ კომპრომატებით ომი, რითიც "ნაციონალები" შეეცდებიან ისარგებლონ და მეტი ხალხი მიიყვანონ 15-ში, თუმცა ეს დიდი ბედენა არაა მათთვის, მოლაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება მათვის სამარის გათხრის ტოლფასია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: