ნინო ბურჯანაძე:ირაკლი ალასანია ცდილობს ანტირუსული დროშა აღმართოს!
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ირაკლი ალასანიას განცხადებებს უპასუხისმგებლო უწოდა.
ბუჯანაძის განცხადებით, , ვიდრე გამოძიების მხრიდან არ იქნება დადებული არგუმენტირებული მასალები, პოლიტიკურ დევნაზე საუბარი პროკურატურის საქმიანობაში პირდაპირი ჩარევაა.
"ასევე, თუ პროკურატურა დაელოდებოდა ვინმეს რეკომენდაციას, თუ ვინ როდის უნდა ჩამოვიდეს და როდის უნდა დააკავონ, სწორედ ეს იქნება მისი პოლიტიზება. მინისტრების უმრავლესობა ბრიუსელსა და ვაშინგტონშია გადასახლებული და ამ ლოგიკით პროკურატურამ უნდა შეაჩეროს საქმიანობა", - აღნიშნა ბურჯანაძემ.