"სახელმწიფო - 3.0: რეფორმების ახალი ტალღა"

"სახელმწიფო - 3.0: რეფორმების ახალი ტალღა"

   -"ჩვენ გთავაზობთ გახდეთ ამ წამოწყების მონაწილე. გიწვევთ პროექტის საზეიმო პრეზენტაციაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, 8 ნოემბერს, 14:30 საათზე"-აცხადებს ინოვაციებისა და განვითარების ფონდის დირექტორი ქეთევან სიჭინავა. მისივე თქმით:

   -"ინოვაციებისა და განვითარების ფონდის სახელით გვაქვს პატივი 8 ნოემბერს 14.30 საათზე მოგიწვიოთ ჩვენი პროექტის "სახელმწიფო - 3.0: რეფორმების ახალი ტალღა" პრეზენტაციაზე პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში.

   ინოვაციებისა და განვითარების ფონდი 2014 წელს დაფუძნდა და მთავარ მიზნად ისახავს საზოგადოების შიდა ინოვაციური პოტენციალის გამოვლენა-გაფართოების გზით, ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას და მის გლობალურ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას

გლობალიზაცია და ინფორმაციულ ერა ახალ გამოწვევების წინაშე აყენებს საზოგადოებებს, მისი ორგმაგი ბუნება ერთი მხრივ აჩენს მასშტაბურ რისკებს და მეორეს მხრივ იძლევა გლობალურ შესაძლებლობებს.

   დღეს ჩვენი საზოგადოება ამ გამოწვევების წინაშე დგას. ამ გამოწვევების საპასუხოდ საჭიროა ახალი და მძლავრი რეფორმები, რეფორმები რომლებიც ახალი ტენდენციების გათვალისწინებითა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით ახალ შესაძლებლობებს მისცემს, როგორც საზოგადოების თითიეულ წევრს, ასევე, მთელ საზოგადოებას.

ჩვენი ხედვით ახალი ტიპის სახელმწიფო არის არა მენიჩბე, არამედ შტურმანი - თანამშრომლობითი პლატფორმა, რომელიც ახდენს რა ძალაუფლების დემონოპოლიზაციას, საშუალებას აძლევს კერძო და საზოგადოებრივ (სამოქალაქო/ბიზნესს) ინიციატივებს ახალ-ახალი, ინოვაციური სერვისების განვითარების, მ.შ. ტრადიციულად სახელმწიფო მონოპოლიურ სფეროებშიც კი და ამით მეტ ალტერნატივას სთავაზობს მოქალაქეს.

   რეფორმების ახალი ტალღა წარმატებული და მდგრაგი იქნება თუ ის დაიგეგმება და განხორციელდება ქვევიდან-ზევით, ჰორიზონტალური და თანამშრომლობითი მექანიზმების გამოყენების გზით, საზოგადოების მაქსიმალური თანამონაწილეობით.

   ამ მიზნით ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს "სახელმწიფო - 3.0: რეფორმების ახალი ტალღა" პროექტი მიზნად ისახავს შექმნას თანამშრომლობითი მექანიზმები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება კონკრეტული პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტაზე და ხელს შეუწყობს კრეატიული ჯგუფების ფორმირებას.

   პროექტის ფარგლებში ათასობით მონაწილე იმუშავებს ხუთი კონკრეტული მიმართულებით 12 თვითმმართველ ქალაქში. ყველა მსურველს ექნება საშუალება ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ქალაქისა და მთელი რეგიონის ჯანდაცვის, განათლების, სამართალდამცავი სისტემის, ეკონომიკის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში, რომლის განხორციელება სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: