საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
საგარეო უწყების პირველმა პირმა თანამდებობა დატოვა. ფანჯიკიძემ გადაწყვეტილების შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მაია ფანჯიკიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა.
მინისტრად დანიშვნამდე, მაია ფანჯიკიძე მონაწილეობდა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" საქმიანობაში. 2012 წლის თებერვალში მაია ფანჯიკიძემ კოალიციის პრესსპიკერისა და ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად თანამდებობები დატოვეს მისმა მოადგილეებმა: დავით ზალკალიანმა, თამარ ბერუჩაშვილმა, ლევან გურგენიძემ და დავით ჯალაღანიამ. ამასთან, როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, მან ასევე დატოვა "ქართული ოცნების" რიგები.