ირაკლი ღარიბაშვილი:-"2012 წლის არჩევნები უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას". ეს არ უკავშირდება "თავისუფალ დემოკრატებს" ცალკე აღებულს და ირაკლი ალასანიას"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"2012 წლის არჩევნები უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას". ეს არ უკავშირდება "თავისუფალ დემოკრატებს" ცალკე აღებულს და ირაკლი ალასანიას"

   საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკიძის გადადგომას უკვე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განაცხადა, რომ ფანჯიკიძემ მხარი დაუჭირა არა სახელმწიფოს, არამედ - თავისი ოჯახის წევრს.

   -"ჩვენ ველოდით იმას, რომ იგივე ბატონი ალექსი პეტრიაშვილი, ქალბატონი მაია ფანჯიკიძე დატოვებდა ამ თანამდებობას. მე ნამდვილად ვწუხვარ, რომ ქალბატონმა მაიამ გამოხატა სოლიდარობა თავისი ოჯახის წევრის მიმართ და არა ქვეყნისა და სახელმწიფოს მიმართ. ეს არის ძალიან პრინციპული ჩემთვის. თუმცა, რა ვქნათ, ეს არის მათი არჩევანი, მათი უფლება. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას და ვაგრძელებთ წინსვლას. მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ 2012 წლის არჩევნები უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას". ეს არ უკავშირდება "თავისუფალ დემოკრატებს" ცალკე აღებულს და ირაკლი ალასანიას".

   ამასთან პრემიერ-მინისტრმა თხოვნით მიმართა "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქციას, რომ დღეს დანიშნულ  სხდომას დაესწრონ: 

   -მინდა, გააგრძელონ სახელმწიფოს მშნებელობაში ჩვენთან ერთად ბრძოლა. თუ ისინი არჩევანს გააკეთებენ სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის, დაე, იყოს მათი არჩევანი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: