დავით ზალკანიანი: ჩემი გადაწყვეტილება ჩემს ღირებულებებთან შესაბამისობაშია!

დავით ზალკანიანი: ჩემი გადაწყვეტილება ჩემს ღირებულებებთან შესაბამისობაშია!

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა.

 

  როგორც ზალკანიანი აცხადებს ის იყო, არის და იქნება "თავისუფალი დემოკრატების" გვერდით.


 "მე ვიყავი, ვარ და ვიქნები "თავისუფალი დემოკრატების" გვერდით. იმ გუნდის გვერდით, რომლის მთავარი ფასეულობა არის ადამიანი, მისი უფლებები; ვისთვისაც უმთავრესია ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო; ვისთვისაც უმთავრესია საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი. ამ ღირებულების გარშემო გაერთიანდა ჩვენი გუნდი",  - განაცხადა ზალკალიანმა.

 მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

   "არასდროს არ მიღალატია ქვეყნის პრინციპებისთვის. მე ვარ კარიერული დიპლომატი, თითქმის ცხოვრების ნახევარი ვემსახურე ამ საქმეს და არასოდეს გადამიდგამს დაუფიქრებელი ნაბიჯი. ერთგულად ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს. ამაყი ვარ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებულ 1000 გვერდზე ჩემი ხელმოწერა დავტოვე, ეს უბრალო ხელმოწერაა არაა, იქ არის ჩემი გული, იქ არის ჩემი რწმენა, რომ საქართველოს ევროპატალნტიკური კურსი არის უცვლელი. ჩემი  დღევანდელი გადაწყვეტილება არის შესაბამისობაში ჩემს ღირებულებებთან", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: