გიორგი გაბედავა:-"ირაკლი ალასანია ჩემი აზრით მუდამ იყო მედროვე პოლიტიკოსი"
ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან მოხსნას და მაია ფანჯიკიძის მიერ პოსტის დატოვებას საქართველოს ახალგაზრდულ-ეროვნული მოძრაობის თავმჯდომარე, უფლებადამცველი გიორგი გაბედავა ეხმიანებს და ივერიონთან საუბარში ამბობს:
-"ირაკლი ალასანია ჩემი აზრით მუდამ იყო მედროვე პოლიტიკოსი, როგორც ეს ახასიათებთ საქართველოს პოლიტიკოსთა 98%-ს, სამწუხაროდ.. გავიხსენოთ წინა პერიოდები, ოპოზიცია როდესაც სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა ნაცმოძრაობას, როგორ გამოჩნდა "თვალებახელილი" ირაკლი ალასანია და როგორ დაუდგა ის ოპოზიციას გვერდით და ბოლოს როგორ დაშალა ის' არაერთხელ... ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი ნაბიჯი გადადგა და სრულიად ვუჭერ მხარს მის ამ გადაწყვეტილებას. ესეც როომ გასვლოდა ალასანიას, ნაცების მიერ დაწყებულ აქციებს შეუერთდებოდა მინისტრის პოსტიდან, ეხლა იბოდიალოს ნაცმოძელებთან ერთად. მმაია ფანჯიკიძეს რაც შეეხება, ქალბატონი მაია როგორც ასაკოვანი ქალბატონი პატივსაცემია, მაგრამ საგარეო საქმეებში ვერაფრრი დავინახე საქართველოსთვის სასიკეთო, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები არავის ადარდებს და ისევ უბრალო ხალხი ათბობს ურთიერთობებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. იმედია ღარიბაშვილს კიდევ ბევრი თანაგუნდელი არ აქცევს ზურგს და გაუმკლავდება 15 ნოემბრის პროვოკაციებს, თუ საჭირო გახდა ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში და პასუხს გასცემენ ნაცმოძრაობის წევრებს და მათ მხარდამჭერებს.
მინდა ყველა ნორმალურ ადამიანს მოვუწოდო, 15 ნოემბერს აქციაზე მისვლა არ დაგვიბრუნებს ტერიტორიებს, უკრაინის სცენარის განვითარება უნდა ამერიკას და ნუ წამოეგებით ხალხო... აფხაზეთს და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ აუცილებლად!"