სანდრო თვალჭრელიძე:-"დღეს ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია, რომელიც არა ალასანიამ, არამედ ღარიბაშვილმა შექმნა"

სანდრო თვალჭრელიძე:-"დღეს ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია, რომელიც არა ალასანიამ, არამედ ღარიბაშვილმა შექმნა"

   ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე საქართველოში შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება და ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია, რომელიც არა ალასანიამ, არამედ ღარიბაშვილმა შექმნა.

   -"ჩვენ ვართ ღრმა პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როგორც არ უნდა გადააბრალონ, ეს კრიზისი არა ირაკლი ალასანიამ, არამედ პრემიერ – მინისტრმა დაიწყო. ცხადზე ცხადია ის, რომ კოალიცია აღარ არსებობს. ღმერთმა ქნას, რომ არ დაიშალოს საპარლამენტო უმრავლესობა. ამ კოალიციამ არ შეიძლება იარსებოს, რადგან როცა კოალიცია იქმნება, ყოველ წევრს აქვს თავისი კვოტები, მათ შორის სამინისტრო პორტფელების კვოტებიც. როდესაც შენ ხსნი მინისტრს კოალიციიდან, მინისტრად უნდა დანიშნო ისევ იგივე პოლიტიკური სუბიექტის წევრი. როდესაც თანამდებობიდან ხსნი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსს, ცხადია, რომ აქ ადგილი აქვს პოლიტიკურ შეთანხმებას. გაკვეთილი არის მარტივი, არ შეიძლება ახალი იდეების გატარება ძველი მეთოდებით. როცა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიდიხარ, პოლიტიკა უნდა იყოს ღია, მითუმეტეს, რომ საქართველოში არაფერი იმალება".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: