რატომ იმუქრება ალექსი პეტრიაშვილი?!
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც გუშინ დატოვა თანამდებობა,facebook-ის პირად გვერდზე წერს:
"მე მინდა, გითხრათ ორიოდ სიტყვა, ვიდრემდე წავალ:
1. დიდი მადლობა ყველას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ჩემი ქმედება და ნაბიჯები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა სითბოც მივიღე გუშინდელი განცხადების შემდეგ!
2. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს და თანამებრძოლებს, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ დღედაო ამ, რომ დამდგარიყო ის შედეგი საგარეო-პოლიტიკური და სამხედრო-პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებებით!
3. საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი არის ნამდვილად ჩვენი ხალხის არჩევანი და ერთი პატარა ჯგუფუკა, რაც არ უნდა გავლენიანი უწყების იყოს, მას ვერაფერს დააკლებს! და ვერც ვერავინ ვერ დააკლებს! ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები", ამ კურსის სადარაჯოზე ვიქნებით და ძალიან ძვირად დავუჯენთ ყველას, ვინც შეეცდება ამ კურსიდან გადახვევას!" - წერს პეტრიაშვილი.