"ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია" განცხადებას ავრცელებს

"ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია"  განცხადებას ავრცელებს

"ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია" საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე პორცესებზე განცხადებას ავრცელებს:
  "ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ მივმართეთ სამინისტროებს, რომ უწყებებში პროცესების დივერსიფიცირება და საბოტაჟი შეიძლება მოხდეს, თუ არ გაათავისუფლებს ახალაიას და სააკაშვილის დროინდელ დატოვებულ კადრებს.
  ჩვენ გვესმოდა განცხადებები რომ სააკაშვილის და ახალაიას კადრები კვალიფიციურები იყვნენ და ამიტომ არ მოხდა ძველი კადრების გათავისუფლება.  ეჭვს გამოვთქვამთ, რომ ეს ეხება სამხედროების საკვებით 10-ჯერ მოწამვლის ფაქტს, როდესაც 830 ჯარისკაცი მოიწამლა.
  დღეს, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე მთავრობა და კოალიცია დადგა დილემის წინაშე - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ალასანიას გუნდი კოალიციაში დარჩება თუ ცალკე გავა. თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის დაკავებაზე პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი შეფასებებებისაგან, რომელიც პროკურატურასა და სასამართლოზე, მართლსაჯულებაზე ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს.
  აქვე, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ - ვინაიდან სასამართლომ ხუთივე მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა და არ იყო სასამართლოს მიერ გაზიარებული არასაპატიმრო გირაო და თავდებობა, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ჰქონდა ამის მყარი არგუმენტი, თუ საქმეში პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალებში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთებოდა, სასამართლო მაღალჩინოსნებს პატიმრობას არ შეუფარდებდა, რაც ჩვენ გახმაურებულ საქმეებზე პოლიტიკურ ოპონენტების საქმეებზე არაერთი მაგალითი გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში.
  ასევე ვფიქრობთ, ნაჩქარევი და გაზვიადებული იყო პოლიტიკოსების განაცხადი "თავდაცვის სამინისტროზე თავდასხმა არის ევროატლანტიკურ კურსზე თავდასხმა" -  ვფიქრობთ, ეს გადამეტებული შეფასებაა.  გავიხსენოთ, "ნაცმოძრაობაც" იმავეს იმეორებდა, როდესაც ექს-მინისტრების დაპატიმრებები დაიწყო. ისინი აცხადებდნენ, მხოლოდ იყვნენ ერთადერთი და განუმეორებელნი ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერები.
  ამასთანავე, ვფიქრობთ, გადამეტებულია შეფასებები, რომ "ქართულ ოცნებას" გაუჭირდა და მაღალჩინოსნები ამიტომ დააკავეს... მსგავსი განცხადებების ავტორებს შევახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მოხსნა და პასუხისგებაში მისცა მოადგილე გ.ხვედელიძე. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ირგვლივ კორუფციული სქემის გაშიფვრის და მოხელეების ე.წ. ტრაქტორების თემა მინისტრი კირვალიძის გადაგომით დასრულდა.


  სამწუხაროა, რომ პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკური განცხადებებით ვერ გადაეჩვია სასამართლოზე ზეწოლას, ვინაიდან სასამართლოს გადასაწყვეტია, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გამართლდებიან თუ გამტყუნდებიან", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: