ნინო ბურჯანაძე: ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა!

ნინო ბურჯანაძე: ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა!

  თუ ხელისუფლებამ ახლა ვერ შეძლო ამ კრიზისის განმუხტვა და თუ არ გადადგა მწვავე და სერიოზული ნაბიჯები, ჩვენ შეიძლება, ქვეყანაში უმძიმესი დაპირისპირების მოწმენი გავხდეთ.განცხადება ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.

 

 მისი თქმით, ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა.

  "მე არაერთხელ მითქვამს, რომ ის მოდელი, რომელიც "რესპუბლიკელებმა" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავს მოახვიეს ქვეყანას, სახელმწიფოს შეუქმნიდა სერიოზულ კრიზისს და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კრიზისი სახეზეა. მთავრობა არის ურთულეს ვითარებაში და მე ძალიან მაშფოთებს ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ალასანიას, "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა გადამდგარი მინისტრების მხრიდან. ახლა ერთხმად იმის ძახილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, 15 ნოემბრის წინ, რომ თურმე ერთ კონკრეტულ სამინისტროში გამოძიების დაწყებამ ევროპულ და დასავლურ კურსს შეუქმნა საფრთხე, ძალიან ჰგავს მაიდნის სცენარის მომზადებას, რისთვისაც "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან დიდი ხანია, მუშაობს და რაზეც მე ვაფრთხილებდი ხელისუფლებას. ქვეყანა დგას უმძიმესი საფრთხეების წინაშე.თუ ხელისუფლებამ ახლა ვერ შეძლო ამ კრიზისის განმუხტვა და თუ არ გადადგა მწვავე და სერიოზული ნაბიჯები, ჩვენ შეიძლება, ქვეყანაში უმძიმესი დაპირისპირების მოწმენი გავხდეთ.  დიდი საფრთხეა განახლებული "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნების და ეს გუშინ "რესპუბლიკელების" და ალასანიას განცხადებებმა ძალიან ნათლად დაგვანახვა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: