თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება

თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება

   საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. წულუკიანმა განაცხადა, რომ ის თანამდებობაზე რჩება.
  "ის რაც მოხდა და ხდება არის უპირველესად სამწუხარო. მაქვს ვალდებულება ვუთხრა საზოგადოებას, რომ ივანიშვილიაა და შემდეგ ღარიბაშვილის მთავრობის თითოეულმა წევრმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს თავისი ევროპული არჩევანი გაემყარებინა. გაეხადა შეუქცევადი და ევლო წინ პროგრესის გზაზე. ამ გზაზე წარმატებით სიარულში იუსტიციის მინისტრმაც შეასრულა თავისი როლი, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელთან ერთად.
 2010 წელს მე გვერდზე გადავდე კომფორტული, ევროპული კარიერა და დავბრუნდი საქართველოში, რათა მებრძოლა საქართველოს წინსვლისათვის, ევროპამდე მიყვანისთვის საქმეში. ბედმა გამიღიმა და მოვხვდი ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებთანაც მქონდა, მაქვს და მექნება ერთიანი დასავლური ღირებულებები.
 ჩვენს წარმატებას თავად ევროკავშირმა რამდენიმე დღის წინ ერთი ნაბიჯით წინ ევროპისკენ უწოდა.
  მერე რა, რომ ამ ორი წლის მანძილზე მე, იუსტიციის მინისტრს, მქონია მრავალი სირთულე. მერე რა, რომ თავს ზევით ძალა მომიძებნია, რომ ფეხზე ვმდგარიყავი, ან ავმდგარიყავი. ფაქტი ერთია, რომ მე და ჩემს სამინისტროს არასდროს გვქონია ხელშეშლა, გვევლო მთავრობასთან ერთად ევროპულ გზაზე, არცერთი პრემიერ-მინისტრის მხრიდან.
  2012 წელს ხელისუფლების სათავეში მოსუილი ძალა იყო და არის ევროპული კურსის მატარებელი. მანამ ეს ასეა, მანამ მე მაქვს სახელმწიფოსთვის მუშაობის სრული თავისუფლება, მე და ჩემი გუნდი ვრჩებით იუსტიციის სამინისტროს სათავეში და ვაგრძელებთ მუშაობას სახელმწიფოსთვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: