"ახალგაზრდული ცენტრი"-"თუ ხარ მართალი, დაელოდე გამოძიებას და მერე გააკეთე პოლიტიკური განცხადება"
ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას "ახალგაზრდული ცენტრი" ეხმიანებს და ყველას სიმშვიდისა და სტაბილურობისკენ მოუწოდებს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, ზურაბ ქადაგიძე ამბობს, ახლა არის დრო, როცა ყველამ პირად ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენოს.
-"ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება ერთიანობა, ჩვენ ვიზიარებთ პრემიერის პოზიციას. საშიში და საზიანოა "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა, ეს არის ამ მოძრაობის პათოსი და თუ "თავისუფალი დემოკრატები" მათ აქციას შეუერთდებიან, ეს იქნება მათივე პოლიტიკური ხარაკირი"-განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, თუკი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები იყვნენ უდანაშაულოები, მაშინ მინისტრისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა დალოდებოდა გამოძიებას და მერე გაეკეთებინა განცხადება.
-"ის დაუპირისპირდა სახელმწიფო ინსტიტუტს, მართალია პროკურატურაში რიგი პრობლემები არის, მაგრამ თუკი ხარ მართალი დაელოდე გამოძიებას და მერე გააკეთე პოლიტიკური განცხადება, განცხადება, რომელმაც ნამდვილად "ნაციონალების" წისქვილზე დაასხა წყალი".