ირინე იმერლიშვილი: NATO-მ თავდაცვის სამინისტროს მაღალი შეფასება მისცა!
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინე იმერლიშვილის აზრით, ირაკლი ალასანია ძალიან წარმატებული მინისტრი იყო. იმერლიშვილი ალასანიას წარმატებულ მინისტრთან ერთად კარგ მენეჯერადაც მოიხსენიებს.
"მე ირაკლი ალასანიას ვიცნობ, როგორც ძალიან წარმატებულ მინისტრს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ვიცი, რომ NATO-ს მხრიდან იყო თავდაცვის სამინისტროს ძალიან მაღალი შეფასება, მათ შორის, გამჭვირვალობის კუთხით,"- განაცხადა იმერლიშვილმა.